პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მას შემდეგ, რაც „პრაიმ ჰაუსის“ მეოთხე გამარჯვებულმა, ანა ქურდაძემ საკუთარი თეთრეულის მაღაზიისთვის ფოტოსესია მოაწყო და კადრები სოციალურ ქსელში განათავსა, ამას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. მოგვიანებით, ამას ანა შემდეგი პოსტით გამოეხმაურა:
„ზუსტად იმან მომიყვანა აქამდე, რომ ვცხოვრობ მხოლოდ ჩემი პრინციპებით… არც აქამდე მოვქცეულვარ ვიღაცის გავლენის ქვეშ და არც ახლა ვაპირებ… სრულად გათვითცნობიერებული მაქვს, რომ იქნებიან ადამიანები, რომლებიც ვერ გაიგებენ რატომ ვუკეთებ მე „ანათეს“ რეკლამას… ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ამდენმა ადამიანმა დამიჭირა მხარი პროექტში. ზუსტად ამ პასუხისმგებლობის გამო ვწერ პოსტს, თორემ პროექტამდე რომ ყოფილიყო, არ დავწერდი…
აუცილებელია, არ აურიოთ პიროვნულობა და რეკლამა ერთმანეთში… კი, დილით საქმიან შეხვედრაზე წავალ და საღამოს „ანათეს“ თეთრულს, ან საცურაო კოსტიუმს ჩავიცვამ… არაფერი იცვლება! პრობლემა მხოლოდ თქვენს აღქმებშია… ამიტომ, თუ რაიმე ლამაზია და ესთეტიკურია, დატკბით თქვენც…“ - ვკითხულობთ ანა ქურდაძის ფეისბუკ პოსტში.
ასევე ნახეთ:
მაქვს სურვილი, ჩავიდე მოსკოვში და ვცადო ფილმში ბედი, ან მე დავდგა სპექტაკლი - ბესო ზანგური
რა სიურპრიზი მოუმზადეს მაყურებელს ნუცა ბუზალაძემ და პაატა გულიაშვილმა