მაქვს სურვილი, ჩავიდე მოსკოვში და ვცადო ფილმში ბედი, ან მე დავდგა სპექტაკლი - ბესო ზანგური

ბესო ზანგური

რუსთაველის თეატრის მსახიობი, ბესო ზანგური მუშაობის გაგრძელებას მოსკოვში გეგმავს.

სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ ჯგუფში გამოქვეყნებულ პოსტში ის წერს, რომ სურს მოსკოვში "ფილმში ბედი სცადოს", ან თვითონ დადგას სპექტაკლი.

ზანგური წერს, რომ სურს მისი პორტფოლიო "მოსფილმში" და სხვადასხვა სააგენტოებში მიიტანოს. ის ჯგუფის წევრებს დახმარებას სთხოვს:

"მაქვს სურვილი რომ ჩამოვიდე მოსკოვში და მანდ ვცადო ფილმში ბედი ან მე თვითონ დავდგა სპექტაკლი. რუსული და ინგლისური კარგად ვიცი. მინდა მივიტანო ჩემი პორტფოლიო მოსფილმსა და სხვადასხვა სააგენტოებში…მინდა დამაკვალიანოთ რა და როგორ გავაკეთო რადგან გასტროლზე რომ ჩამოვდიოდი ყველაფერი მზად მხვდებოდა,ახლა კი ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია… იქნებ იცნობთ ვინმე აგენტს ვინც მსახიობებს ასაქმებს და ამაში იღებს თანხას რა თქმა უნდა ისე არავინ და არაფერი მოძრაობს უკვე… ჰაერშიც კი ფულს ვიხდი საქართველოში ასე მგონია!მაქვს იმედი თქვენი კეთილ განწყობის და ჩემი სურვილის გულთან მიტანის.არ დაგაღალატებთ რადგან ჩვენს ქვეყანაში მგონი წარმატებული არტისტის სახელი მაქვს და მინდა მანდაც ვცადო ბედი რადგან აქ იყო კარგი მსახიობი მხოლოდ სახელს ნიშნავს რომ ხარ კარგი მსახიობი სხვა არანაირი გასაქანი არ გაქვს", - წერს ზანგური.