ანი ყიფშიძე ვიდეოდან კადრს აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართავს - „ესაა დიდი სიცრუე!!“

პრაიმ ჰაუსი

რამდენიმე დღის წინ, „პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონის მონაწილემ, ანი ყიფშიძემ ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც თქვა, რომ არსებობს პორნოგრაფიული შინაარსის კადრები და ამბობენ, რომ მასში ის მონაწილეობს. 

ანის თქმით, მის სახელის შებღალვას ცდილობენ, რასაც არავის აპატიებდა. მოგვიანებით, მან კადრებიდან ამოჭრილი ფოტოები გამოაქვეყნა და განმარტა, რომ ის სვირინგების მდებარეობით გოგო მას არ ჰგავს.

ბოლო რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში ვრცელდება ფეიკ პორნო-ვიდეო. სადაც, თითქოს, მე ვმონაწილეობ, რაც არის აბსოლუტურად დიდი სიცრუე!! მათი მიზანია, საზოგადოებაში რეპუტაცია შემილახონ. მინდა, ორიოდე სიტყვით განვუმარტო იმ ხალხს, ვისაც ეს ვიდეო ჩემი ჰგონიათ, თუ კარგად დააკვირდებიან, დაინახავენ, რომ ვიდეოში მონაწილეს აქ ტატუ მკლავზე, მე არ მაქვს აღნიშნულ სხეულის ნაწილზე.

გარდა ამისა ,მაქვს მუცელზე ჯვარი ტატუ, რომელსაც 13 წელია ვატარებ, ასევე პირსინგი, კიდევ ფრთა, არცერთი ზემოთ აღნიშნული ტატუ არ აქვს ვიდეოში მონაწილეს... აქედან გამომდინარე, ესაა აბსოლუტური ცილისმწამებლური ქმედება, რომლებსაც ჩემი არაკეთილმოსურნეები ჩადიან. რადგან შურთ ჩემი ბოლო დროინდელი წარმატებები! მინდა ვუთხრა მათ, რომ სიმართლე ყოველთვის ირკვევა, ხოლო აღნიშნული ვიდეოს გამავრცელებლებს სათანადოდ მოეკითხებათ, თქვენი კეთილის მსურველი ანი ყიფშიძე!“ - წერს ახალგაზრდა ქალი.

ასევე ნახეთ:

VIDEO: „პორნო ვიდეო გავრცელდა, ამბობენ, რომ მე ვარ...“ - ანი ყიფშიძე მიმართვას ავრცელებს