1757269592
„ამხელა ცოდვით როგორ გინდათ იცხოვროთ...“ - ტიკტოკერი ნათია ნონიკაშვილი

ტიკტოკერი ნათია ნონიკაშვილი აქვეყნებს ბებია-შვილიშვილის კადრებს და წერს, რომ მათი დაშორების გამო ვერ გაიხარებენ.
„ნეტა სარკეში რომ იხედებით, არ გრცხვენიათ? არ გრცხვენიათ ქუჩაში სიარული? მოერიეთ უპატრონო ოჯახს? მალე ერთად იქნებით, თქვენი ცოდვა არ გაახარებთ,“ - წერს ახალგაზრდა ქალი.
ცნობისთვის, ქუთაისის სასამართლომ ბებიას, რომელმაც 2 წლამდე შვილიშვილი tik-tok ლაივში სცემა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.
როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, ბებიამ შვილიშვილზე ფიზიკურად იძალადა, რასაც პირდაპირი ეთერით გადასცემდა სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკში“.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 1 სექტემბერს დააკავეს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი ასაკის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნახეთ, კადრები ↓
@lukasnatia1 ამხელა ცოდვით როგორ გინდათ იცხოვროთ 😭😭😭
♬ Originalton - __ ♾️ __

11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1757532353