1757269592
10 ნიშანი, რომელიც თირკმლის პრობლემაზე მიგვანიშნებს

კვლევების თანახმად, შესაძლოა ძილის აპნოესა და თირკმელების ქრონიკულ დაავადებას (CKD) შორის კავშირი იყოს. ამ უკანასკნელმა დროთა განმავლობაში შესაძლოა დააზიანოს თქვენი ორგანოები და ასევე გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა. სხეულისთვის საკმარისი ჟანგბადის მიღებაში ხელის შეშლით, ძილის აპნოემ შეიძლება ნაწილობრივ დააზიანოს თირკმელები. ასევე თირკმელების ქრონიკულმა დაავადებამ (CKD) შეიძლება გამოიწვიოს ძილის აპნოე ყელის შევიწროებით, ტოქსინების დაგროვებითა და სხვა გზებით.
კანის ქავილი
კანის ქავილი სიმპტომურად შეიძლება გამოიხატოს მაშინ, როდესაც თირკმელები ვერ გამოდევნის ტოქსინებს და ისინი გროვდება სისხლში. ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი, ან ქავილი. დროთა განმავლობაში, თირკმელებმა შეიძლება ვეღარ დააბალანსოს ორგანიზმში მინერალები და საკვები. ეს კი გამოიწვევს მინერალებისა და ძვლების დაავადებას, რის გამოც თქვენი კანი გახდება მშრალი და გექნებათ ქავილის შეგრძნება.
სახისა და ფეხების შეშუპება
როდესაც თირკმელები ეფექტიანად ვერ განდევნიან ნატრიუმს, ორგანიზმში გროვდება სითხე. ამ დროს სიმპტომურად შეიძლება გამოიხატოს ისეთი ჩივილები, როგორიცაა შეშუპებული ხელები, ფეხები, ტერფები, ან სახე. ასევე შარდში ცილის გაჟონვამ შეიძლება გამოიწვიოს თვალების ირგვლივ შეშუპება.
კუნთების კრამპი
სპაზმი, კრამპი ფეხებში, ან სხვაგან შესაძლოა იყოს ნიშანი თირკმელების ცუდი ფუნქციონირების. ნატრიუმის, კალციუმის, კალიუმის ან სხვა ელექტროლიტების დონის დისბალანსმა შეიძლება შეაფერხოს თქვენი კუნთებისა და ნერვების მუშაობა.
სუნთქვის გაძნელება
თირკმლების დაავადების დროს თქვენი ორგანოები ვერ გამოიმუშავებენ საკმარისად ჰორმონს, რომელსაც ერითროპოეტინი ეწოდება. ეს ჰორმონები აძლევენ ნიშანს თქვენს სხეულს რომ სისხლის წითელი უჯრედები წარმოქმნან. ამის გარეშე თქვენ შესაძლოა ანემია გქონდეთ, ან სუნთქვის უკმარისობა იგრძნოთ. სითხის დაგროვება არის ამ მდგომარეობის კიდევ ერთი მიზეზი. სერიოზულ შემთხვევებში, ამ დროს დაწოლა უფრო ცუდად გაგრძნობინებთ თავს, ისე თითქოს იხრჩობით.
დაბინდული გონება
როდესაც თირკმელები ვერ ფილტრავს ყველა ტოქსინს თქვენი ორგანიზმიდან, ამან შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს ტვინზეც. ანემიამ შესაძლოა დაბლოკოს თქვენი ტვინი ჟანგბადის საჭირო რაოდენობისგან. შესაძლოა იგრძნოთ თავბრუსხვევა, ან პრობლემები მეხსიერებასთან და კონცენტრაციასთან. შეიძლება ისე დაიბნეთ რომ მარტივი დავალებების გაკეთებაც კი გაგიჭირდეთ...