"ამაზე ყოველთვის თვალებს ვატრიალებ..." - როგორ ფილმებში მონაწილეობაზე ამბობს უარს ემილი ბლანტი

ემილი ბლანტი

ბრიტანელმა მსახიობმა ემილი ბლანტმა გადაწყვიტა, გულახდილად ესაუბრა, თუ რა სახის ფილმებზე ამბობს უარს. მისი თქმით, სცენარის კითხვის პროცესში, როდესაც ხედავს სიტყვებს „ძლიერი მთავარი გმირი ქალი", პროექტზე მუშაობის სურვილი აღარ უჩნდება. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

„ყველაზე დიდი საშინელებაა, როცა სცენარს გადაშლი და კითხულობ 'ძლიერი მთავარი გმირი ქალი'. ამაზე ყოველთვის თვალებს ვატრიალებ. უკვე აღარ მაინტერესებს. უკვე მომბეზრდა. მთელი ფილმის განმავლობაში მაგარი ტიპის როლი უნდა ითამაშო და მაგარი რაღაცები თქვა",- ამბობს მსახიობი.