ალექსანდრა პაიჭაძე წლის ყველაზე უხერხულ ვიდეოს ეხმაურება

პაიჭაძე

ბოსტონში გამართულ Coldplay-ის კონცერტზე კამერამ ITკომპანიის ხელმძღვანელი ღალატი დააფიქსირა, ვიდეომ მთელი ინტერნეტსივრცე მოიცვა.

კონცერტის დროს ეკრანზე შემთხვევით გავიდა კადრები, რომლებსაც ამერიკული კომპანია ASTRONOMER-ის აღმასრულებელი დირექტორი, ენდი ბაირონი და კადრების განყოფილების უფროსი ერთმანეთს ეხუტებოდნენ.

ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ არა ფაქტი - ენდი ბაირონის მეუღლე და შვილები ჰყავს, რომლებიც იმ დროს სახლში იმყოფებოდნენ. მომხდარს სოციალურ ქსელში ქართველი მოდელი და მსახიობი ალექსანდრა პაიჭაძე ეხმაურება.

„რომ არ შეემჩნიათ, ჩვენამდე არც მოვიდოდა, რეაგირება გვღუპავს, “ - წერს პაიჭაძე..