3,5 წლის ბავშვი სცემეს და მის სხეულზე სიგარეტი ჩააქრეს - თურქეთის პოლიციამ ძალადობის ბრალდებით ბავშვის დედა და მისი მეგობარი კაცი დააკავა

ბავშვზე ძალადობა

თურქეთში, ქალაქ კონიაში, 3.5 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით, ბავშვის დედა და მისი მეგობარი კაცი დააკავეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, წყვილმა მცირეწლოვანი ბავშვი ჯერ სცემა, შემდე კი მის სხეულზე სიგარეტები ჩააქრო. ბავშვი სოციალურმა სამსახურმა წაიყვანა.

როგორც ადგილობრივ მედია წერს, ინციდენტი მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მოხდა. მეზობლების განცხადებით, მათ ბავშვის ტირილის ხმა ესმოდათ.

ადგილზე მისულ პოლიციას ბავშვი ნაცემი და დალურჯებული დახვდა, რის შემდეგაც დედა და მისი მეგობარი მამაკაცი დააკავეს.

ბავშვი, სასწრაფო დახმარების მანქანით, ჯერ ბეიშეჰირის სახელმწიფო საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი კონიას საავადმყოფოში სამკურნალოდ მოათავსეს.