პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მარტა ბარამიძემ ერთ-ერთ გადაცემაში საჯაროდ ისაუბრა, მძიმე ისტორიაზე, რომელიც თავს გადახდა.
მისი თქმით, მასზე განახორციელეს მორალური ძალადობა და სურდათ სექსუალური ძალადობის განხორციელება.
მარტა საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და სოციალურ ქსელში წერს:
„თქვენი მხრიდან მართლაც უდიდეს მხარდაჭერას და სიყვარულს ვგრძნობ,რისიც ძალიან მადლიერი ვარ.
გადაცემაშიც ვთქვი და ახლაც ვიტყვი,მიუხედავად იმისა რომ ამდენი წელი გავიდა,საკუთარი თავის მიმართ ყოველთვის მქონდა უსამართლობის და უმოქმედობის განცდა, ფიქრები იმის შესახებ რომ მოძალადის მხილებით შეიძლებოდა სხვა ადამიანებიც მეხსნა მსგავსი ტრავმებისგან. მწერენ ასევე ადამიანები,ვისაც ასეთივე ამბავი გადახდათ. შეემთხვათ მინდოდა დამეწერა „ისტორია“ თქო, მაგრამ ეს შემთხვევები სამწუხაროდ ისტორიას არასდროს რჩება და ის მთელი ცხოვრების განმავლობაში დაღად გვაქვს დასმული, მანამ სანამ სამართლიანობის განცდა არ დაგვეუფლება.
გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ, მე შევიტანე სარჩელი, დაწყებულია გამოძიება, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. ამ პერიოდის განმავლობაში მოვისმინე არაერთი მსგავსი ფაქტის შესახებ,რომელიც სწორედ ამ ადამიანს "ბიკო ბირბიჩაძეს"უკავშირდება.
გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ მაქვს უფლება ამაზე ვისაუბრო,მაგრამ ახლა ყველა თქვენგანის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ჩემთვის და ყველა იმ ადამიანისთვის,ვინც ძალადობის მსხვერპლია. შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა ახლა ერთადერთი გზაა,რომ მივიდეთ სამართლიანობის განცდამდე.
დროა დავარღვიოთ წლების განმავლობაში დაგროვილი სიჩუმე და ერთად მივაღწიოთ იმას,რომ ეს ამბავი ჩვენს ცხოვრებაში "ისტორიას დარჩეს"მაგრამ ეს დუმილით ვერ მიიღწევა“,- წერს მარტა ბარამიძე.