ახალდაქორწინებული წყვილი განქორწინებას ითხოვს, რადგან მათი შინაური ცხოველები ერთმანეთს ვერ ეწყობიან

ძაღლი და კატა

ინდოეთში მცხოვრებმა ახალგაზრდა წყვილმა განქორწინების პროცესი დაიწყო მას შემდეგ, რაც მათი შინაური ცხოველები ერთმანეთს ვერ შეეწყვნენ. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

საოჯახო სასამართლოს წყაროების ცნობით, წყვილი, რომელთა ვინაობაც არ სახელდება, თავდაპირველად ერთმანეთს ცხოველების სიყვარულით დაუკავშირდნენ, შემდეგ დამეგობრდნენ და დაქორწინდნენ. ამიტომ საკმაოდ ირონიულია, რომ მათი დაშორების მიზეზი შესაძლოა შინაური ცხოველების სიყვარული იყოს.

2024 წლის დეკემბერში დაქორწინების შემდეგ, წყვილი ერთად საცხოვრებლად გადავიდა და სწორედ მაშინ დაიწყო დაძაბულობა. ცოლის თქმით, ქმრის ძაღლი მის კატას ავიწროებდა და თავს ესხმოდა კიდეც.

ქალი უარს ამბობდა კატის დათმობაზე და ქმრის ძაღლს აგრესიულობაში ადანაშაულებდა.  ქმარი თავის მხრივ ძაღლს იცავდა და ამბობ,და რომ ოჯახში პრობლემას მეუღლის კატა ქმნიდა. 

წყვილის შერიგება ნათესავებმა რამდენჯერმე სცადეს, თუმცა უშედეგოდ.