პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბლოგერი და ფოტო მოდელი, თამო ვაშალომიძე პერიოდულად, მეუღლესთან გადაღებულ კადრებს გვიზიარებს, თუმცა, ზოგჯერ, მისი გამომწერები ნეგატიურ კომენტარებს წერენ. ამასთან დაკავშირებით, მან ვიდეო ჩაწერა და მეუღლეზე ისაუბრა.
„აკა მინდა გაგაცნოთ. რამდენიმე ვიდეო რომ დავდე მასთან ერთად, ნეგატივი გამოიწვია. რაღაცნაირი კომენტარები იყო, გაბულინგებსო... აკა რომ გავიცანი, მე 28, ის 21 წლის ახალი გამხდარი იყო. ოღონდ, მე ეს არ ვიცოდი. მეხუთე პაემანზე შემთხვევით გავიგე, პირადობა მომაწოდა და ნახე, რომელ წლიანი ვარო, გავგიჟდი.
მეგონა, მისი ხასიათი, როგორიც აქვს, იყო დადგმული, სტრატეგია ჰქონდა ეგეთი. არიან ეგეთი ადამიანებიც, რომლებიც გოგოებთან თამაშობენ. რაღაცნაირად ასაკის გაგებამ ჩემზე ცუდად იმოქმედა, დავიძაბე... მაგრამ გავიდა დრო, ერთმანეთს ვხვდებოდით, არ ჰქონდა ბინძური რაღაცები, რაც ბიჭებს ახასიათებთ ხოლმე. არაფერზე ცუდზე არ მელაპარაკებოდა. იყო ძალიან დინჯი და გაწონასწორებული, რამაც ძალიან მომხიბლა.
რომ გავიგე, კატებზე გიჟდებოდა, მეც გავგიჟდი. ძირითადად, კაცებს ძაღლები უყვართ ხოლმე და კატები იშვიათია. მერე რომ გავიგე, ცხოველების ბევრ თავშესაფარს ეხმარება, კატები მიჰყავს „პლეხანოვზე“, ერთ ქალთან, რომელსაც შემდეგ თანხას ურიცხავს რომ მოუაროს. როდესაც ხედავ, რომ ადამიანს ცხოველები ასეთი დოზით უყვარს, ნერვიულობს და განიცდის, ცუდი ადამიანი ვერ იქნება. მერე გავიგე, რომ მთელი ოჯახიც ასეა, უფრო და უფრო გადავირიე.
იყო დაშორება, შერიგება. სოფია იყო და არის ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი. მის გაჩენამ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი გადაატრიალა, ჩემთვის ბავშვები ნომერ პირველი ადამიანები არიან. მაპატიე აკა, მაგრამ ბავშვები ყველას და ყველაფერს, თავსაც მირჩევნია. მე რომ დავინახე, აკა სოფიას მიმართ არის უთბილესი და მაქსიმესგან არაფრით განასხვავებს... როდესაც ხედავ, შენს შვილს შენი საყვარელი ადამიანი უთბილესად ეპყრობა, მისი ოჯახი, მეგობრები... აკას მეგობრებს უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო, როცა ჩვენთან მოდიან, არასდროს ხდება ისე, რომ საჩუქარი მაქსიმეს მოუტანონ და სოფიას არა. უყვართ. ჩემს გულს უხარია, როცა ჩემს შვილებს პატივს სცემენ და აფასებენ, მეც ბედნიერი ვარ.
გარდა ამისა, ძალიან მზრუნველი, უთბილესი და ყურადღებიანია. კი, აქვს თავისებური ხასიათი, არ უყვარს დეკოლტეები, მაგრამ კი არ მიკრძალავს. უბრალოდ ადამიანურად ამიხსნა, ქართველები ვართ, ასეთი ოჯახი გვაქვსო... მესმის, გავიგე და ბევრი რაღაც შევცვალე.
ერთად ცხოვრება რომ დავიწყეთ, სულ ვჩხუბობდით, მაგრამ ერთი წესი გვაქვს, ოჯახში ბავშვების თვალწინ არასდროს ვჩხუბობთ, ზედმეტი ტონი არ ყოფილა. თუ ვჩხუბობთ პარკინგზე, მანქანაში, სახლში ბედნიერები უნდა ვიყოთ, რომ ბავშვებს რამე ტრავმა არ მივაყენოთ.
16 წლის ასაკში იმიტომ წამოვედი სახლიდან, რომ ძალადობის მსხვერპლი ვიყავი, ვერ გავძელი, 12 წელი იმიტომ ვიცხოვრე მარტო და იმიტომ ვიყავი ბედნიერი იმ მარტოობაში, რომ მსგავსი რამ არ ყოფილიყო, რაც ჩემს ოჯახში და ბავშვობაში ხდებოდა. მე ნამდვილად არ ვიცხოვრებ ისეთ ოჯახში, სადაც ძალადობა ხდება, გვამწარებენ და გვაბულინგებენ. ეს არის ტყუილი და თქვენც ხვდებით, ასეთი ოჯახი რომ არ მაქვს. აკა ძალიან კარგი ადამიანია, უბრალოდ არ უყვარს ეს „ინსტაგრამი“, „ფეისბუკი“, ვიდეოების გადაღებები. გავუგოთ ამ ადამიანს,“ - ამბობს თამო ვაშალომიძე.
ასევე ნახეთ:
VIDEO: ქალმა მსოფლიოში ყველაზე გრძელი ხელნაკეთი პარიკი დაამზადა