VIDEO: ქალმა მსოფლიოში ყველაზე გრძელი ხელნაკეთი პარიკი დაამზადა

pariki

ნიგერიელი ქალი გინესის რეკორდების წიგნში მას შემდეგ მოხვდა, რაც მსოფლიოში ყველაზე გრძელი ხელნაკეთი პარიკი დაამზადა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ჰელენ უილიამსის მიერ დამზადებული პარიკის სიგრძე 351,28 მეტრია. მის დასამზადებლად ქალს 11 დღე და 2 500 დოლარის მასალა დასჭირდა.

„ეს მიღწევა ერთ-ერთი საუკეთესო რამ არის, რაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარა. აქამდე ვერ ვიჯერებ“, - განაცხადა ქალმა, რომელიც პარიკებს უკვე 8 წელია ამზადებს.

სარეკორდო ნამუშევრის გასაზომად მან გზატკეცილი აირჩია, ლაგოსსა და აბეკუტას შორის, რომელზეც პარიკი ივლისში გაშალეს. გინესის რეკორდებმა კი უილიამსის რეკორდი სამშაბათს დაადასტურა.