პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა პალიტრანიუსის ეთერში რამდენიმე რჩევა მისცა მაყურებელს, თუ როგორი რიტუალებით უნდა შეხვდნენ დრაკონის წელს და როგორ ჩავიფიქროთ სურვილები.
"აიღეთ ორი ფერადი სანთელი, მწვანე, ყვითელი ან ნებისმიერი ფერის. ახალი წლის მოსვლამდე 15-20 წუთით ადრე დაანთეთ. პირველი სანთლით მადლობას ვუხდით წინა წელს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს წელი კარგი იყო თუცი. თუ ცუდი იყო, მან წაიღო კიდეც ეს ცუდი და ახლა კარგს მოგიტანთ. ამიტომ მადლობა გადაუხადეთ. მეორე სანთელს აუცილებლად ჩაუთქვით სურვილები. საახალწლო ღამე ჯადოსნური ენერგიების მქონე ღამეა, რის გამოც ამ დროს ჩაფიქრებული სურვილები მართლაც სრულდება.
მოგეხსენებათ, წყლის სტიქია ასაზრდოებს ხის სტიქიას - მომავალი წლის მთავარ სიმბოლოს. ამიტომ ჯამში წყალი ცავასხათ და ესეც გვქონდეს მაგიდაზე. ავიღოთ რამე ხის ნაკეთობა, წყლიანი ჯამი და მათ შორის მოვათავსოთ სამი სიმბოლო: კატა, კურდღელი და დრაკონი. წინ ორლარიანი დავუდოთ. ან 2 ერთლარიანი და ჩაუთქვით სურვილები, რა გინდათ, რომ მომავალ წელს მოხდეს, მათ შორის, ფინანსური კუთხით.შეგიძიათ ორი სურვილი ჩაუთქვათ და ეს სიმბოლოები დილამდე ასე დატოვეთ.
დილით ლარიანები მაგიდიდან ავიღოთ, ჩავდოთ საფულეში და ნახევარი წლის განმავლობაში ვატაროთ. დაახლოებით ივნისისთვის გამოვიყენოთ. შეგიძლიათ სახლშიც შეინახოთ, მაგრამ წლის მეორე ნახევარში აუცილებლად უნდა გამოიყენოთ“ - ამბობს მიხეილ ცაგარელი.
ასევე ნახეთ:
კარგია, თუ ახალ უთოს შეიძენთ... - კიდევ რა უნდა გაითვალისწინოთ „დრაკონს“ რომ ასიამოვნოთ
იღბლის კუდით დაჭერას შეძლებენ... - 2024 წელს ზოდიაქოს ამ 5 ნიშანს ყველაზე მეტად გაუმართლებს
დასახელდა ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელიც ამ თვეში გამდიდრდება