ევროპაში მოგზაურობის წესები შეიცვალა - ნახეთ, დეტალები
1754683252
მერაია ქერი შობის დღესასწაულს სათხილამურო კურორტ ასპენში ატარებს. 54 წლის ჰითმეიკერი მიწურული სეზონით ბედნიერი და კმაყოფილი ჩანს. ახალ ფოტოებს ის „ინსტაგრამზე“ თავის გამომწერებს უზიარებს. მიუხედავად იმისა, რომ მომღერალი ცოტა ხნის წინ თავის რჩეულს, ბრაიან ტანაკას დაშორდა, ამბობს, რომ ახალი სიყვარულისთვის უკვე მზად არის. ახალ ფოტოებზე მერაია თავისი 12 წლის ტყუპებთან ერთად ციგაზე სრიალებს და ბედნიერებისგან ბრწყინავს.
შობის დედოფლის სტატუსის მფლობელი მერაია ვარდისფერ ბეწვის მოსასხამსა და შავ ყურსასმენებში ფანტასტიკურად გამოიყურება. ასპენი ის ადგილია, სადაც ცნობილი მომღერალი წლებია, შობას ხვდება. ბოლო 7 წელი ის კურორტზე ბრაიან ტანაკასთან ერთად ისვენებდა.
ასევე ნახეთ:
მოემზადეთ ხვალისთვის და გააკეთეთ ეს რიტუალი, რათა წარმატება მოიზიდოთ
„ჯარიმა 65 000-დან 100 000 ლარამდე იზრდება“ - ნახეთ ახალი გადაწყვეტილება