„54 წლის არის ჯენიფერ ლოპესი და ძალიან მოგვწონს... მე არ მაქვს უფლება, ამ ასაკში კარგად გამოვიყურებოდე?“ - ლელა წურწუმია

ლელა

ყველასთვის საყვარელმა, მომღერალმა, ლელა წურწუმიამ მსმენელის ყურადღება ახალი სიმღერითა და მუსიკალური კლიპით მიიპყრო. სიმღერის, სახელწოდებით „აღარ მინდა მე შენთან“,  მუსიკისა და ტექსტის ავტორი კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილია.

ლელა წურწუმიამ კლიპში განსხვავებული იმიჯი მოირგო და მსმენელი, სიმღერასთან ერთად, გამორჩეული ვიზუალითაც აღაფრთოვანა.

ამჯერად ლელა ყურადღებას ახალი ფოტოებით იპყრობს. იგი ჟურნალ O.K. - ის გარეკანზე გამოჩნდა და არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა:

„54 წლის არის ჯენიფერ ლოპესი და ძალიან მოგვწონს. მე არ მაქვს უფლება, რომ 54 წლის ასაკში კარგად გამოვიყურებოდე? თან მაქვს ძალიან კარგი გენეტიკა. არასოდეს მშურს არავისი, არასოდეს ბოღმა არ ჩამიდია გულში. ის რაც შიგნით აქვს ადამიანს, მერე გარეგნობაზე აისახება. მე გაძლევთ სტიმულს, რომ ამ ასაკშიც შეიძლება ქალი გამოიყურებოდეს კარგად. ბოლო კლიპს მოჰყვა აჟიოტაჟი. თუ არ გაქვს იმუნიტეტი, უნდა დაანებო თავი ამ პროფესიას. ძალიან რთულია ამ ყველაფრის გაძლება. მე არ ვკითხულობ რას წერენ, არ მაქვს დრო, ნეგატიური ინფორმაციით ვერ გავიფუჭებ განწყობას. მადლობელი ვარ იმ ადამიანების, ვინც სწორად გაიგო ჩვენი ნაშრომი. სერიოზული სამუშაო ჩავატარეთ ამ კლიპის გადაღებისას. პროფესიონალებმა იმუშავეს, რომ კარგი შედეგი დაგვედო. ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არ მოსწონს. მე დროს ვერ დავუთმობ იმას, ვინც ილანძღება…“, - ამბობს ლელა.

ასევე ნახეთ:

VIDEO: „ძალიან ბევრ გათხოვილ ქალთან მქონია რომანი, ერთის ქმარი შემდეგ გავიცანი...“ - გივი სიხარულიძე

“წვიმა, თოვლ-ჭყაპი, ძლიერი ქარი”-საქართველოში ამინდი უარესდება

„ასმაგად შემიყვარდი...“ - ნინი ბადურაშვილი ბაბი კირკიტაძეს სოლიდარობას უცხადებს და ვიდეოს აქვეყნებს