„ხინკლის სახლის“ სამზარეულოში 21 წლის ახალგაზრდამ მძიმე დაზიანება მიიღო
1737289807
„პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონი რამდენიმე დღეში იწყება. პროექტის ერთ-ერთი მონაწილე დიმიტრი ლიპარტელიანი იქნება.
დიმიტრი აფხაზეთიდან დევნილი, ტაროლოგი, მხატვარი და ფსიქოლოგია. დიმი ლიპარტელიანი 27 წლის. ჰყავს 2 შვილი.
პროექტის დაწყებამდე, „პრაიმტაიმი“ დიმიტრის, მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ, გაესაუბრა.
დიმიტრი პირადი ცხოვრების შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ მას სამი მეუღლე ჰყავდა, თუმცა თვლის, რომ სამივეჯერ ოჯახი ნაადრევად შექმნა.
„ჩემი სამი ოჯახის შექმნის მიზეზი არის ის, რომ ძალიან ადრე დავიწყე დამოუკიდებელი ცხოვრება. 10 წლიდან მარტო ჩამოვდიოდი თბილისში და სამი თვე დიდუბის მეტროში ვყიდდი ბანანს. ბებო ყიდდა, ცალკე მუშაობდა. მან შემომთავაზა, რომ მასთან ერთად თუ დავდგებოდი და დავეხმარებოდი გაყიდვაში. მეტწილად მამეცადინებდა. შემდეგ უკვე ვთხოვე, რომ მარტო დამეწყო გაყიდვა. ბანანის გაყიდვას რომ მოვრჩებოდი, ავდიოდი მარჯანიშვილზე და ვყიდდი ხატებს. ვმუშაობდი კონკრეტულ კომპანიაში, რომელიც უნარშეზღუდულ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს ეხმარებოდა. ვთვლიდი, რომ კარგ საქმეს ვაკეთებდი.
პირველი ქორწინება იყო 16 წლის ასაკში, მეორე 17 წლის ასაკში. ბოლო ქორწინება იყო, როცა 19 წლის ვიყავი და 6 წელი გავატარეთ ერთად. სწორედ მესამე ქორწინებიდან მყავს ორი შვილი“,- ამბობს დიმიტრი.