პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ხვიჩა კვარაცხელია იტალიელ ტიფოზებს არა მხოლოდ ფეხბურთის ბრწყინვალე თამაშით აღაფრთოვანებს, არამედ ნამდვილი სპორტსმენისთვის შესაფერისი ქცევითაც. ნაპოლის ქართველ ვარსკვლავს ამჯერად მეტოქე გუნდის გულშემატკივრებმაც დაუკრეს ტაში - რომის "ოლიმპიკოზე".
რომასა და ნაპოლის მატჩის პირველ ტაიმში სტანისლავ ლობოტკამ რომაელთა კაპიტან ლორენცო პელეგრინის ფეხი უნებლიედ ჩაარტყა, რის გამოც იტალიელი ნახევარმცველი მინდორზე იწვა და ფეხზე წამოდგომას ვერ ახერხებდა. სწორედ ამ მომენტში კვარაცხელიამ მეტოქეს ბურთი ფეხებშორის გაუტარა და სწრაფი, სახიფათო კონტრშეტევის შანსი გაუჩნდა, მაგრამ როგორც კი შეამჩნია წაქცეული მეტოქე, ბურთი მაშინვე აუტში გადააგდო.
ხვიჩას ამ ჟესტს "სტადიო ოლიმპიკოს" ტრიბუნებიდან ტაში, ოვაციები და აპლოდისმენტები მოჰყვა - რომას ტიფოზებმა კვარას საქციელი დააფასეს.
ამ ფაქტს "კორიერე დელო სპორტმა" ცალკე სტატია მიუძღვნა და წერს, რომ "ქართველი ფეხბურთელის საქციელი სპორტული პრინციპების ერთგულების გამოვლინებაა."