„ვალენსიას“ გიორგი მამარდაშვილის დაბრუნება სურს

  გიორგი მამარდაშვილი

„ზაფხულში „ლივერპულმა“ გიგანტი ქართველი მეკარის „ენფილდზე“ გადმოსაყვანად 29.9 მილიონი ფუნტი გადაიხადა. ის „ლივერპულში“ ალისონ ბეკერის გრძელვადიან მემკვიდრედ ითვლება, მაგრამ ლეგენდარული ბრაზილიელი ჯერ კიდევ ძალების პიკშია“, – წერს გამოცემა TeamTalk.

„მამარდაშვილს მომავალ წელსაც მსგავსი პერსპექტივა ელის. ეს რთული ამბავია 25 წლის მეკარისთვის. რომელიც ფორმის პიკში იყო, „ვალენსიაში“ გარანტირებული სათამაშო დრო ჰქონდა და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ ითვლება. ქართველი უთამაშებლობით სულ უფრო მეტად იმედგაცრუებულია და მოთმინება ეწურება.

წყაროების მტკიცებით, მამარდაშვილი წასვლას სერიოზულად განიხილავს და, შესაძლოა, 2026/27 წლების სეზონში იჯარით გაშვება მოითხოვოს. ესპანური მედიის თანახმად, მამარდაშვილს იწვევს „ვალენსია“, რომელიც გიორგის ამბებს თვალს ყურადღებით ადევნებს“.