უეფა აუქმებს წილისყრას ევროტურნირების პლეი ოფის მატჩების ჩატარების ადგილის დასადგენად

უეფა

უეფა-მ გადაწყვიტა გააუქმოს წილისყრა ევროტურნირების პლეი ოფის მატჩების ჩატარების ადგილის დასადგენად. ამის შესახებ წერს ესპანური გაზეთი AS.

გასულ სეზონში ტარდებოდა წილისყრა იმის განსასაზღვრად, რომელი გუნდი იქნებოდა პლეი ოფის  მატჩების მასპინძელი. ახალი სეზონიდან კი მასპინძელი და სტუმარი გუნდები განისაზღვრება იმის მიხედვით, რა ადგილები დაიკავეს გუნდებმა ევროთასების ძირითად ეტაპზე – პლეი ოფის წყვილში ის გუნდი, რომელიც ძირითად ეტაპზე თავის მოწინააღმდეგეზე მაღლა იყო, განმეორებით მატჩს საკუთარ მოედანზე ჩაატარებს.

მომავალი სეზონიდან ცვლილება სამივე ევროტურნირს შეეხება და ის მიმართული იქნება ძირითადი ეტაპის მნიშვნელობის ამაღლებისკენ.