ცნობილია, ვინ ჩაანაცვლებს ოთარ კიტეიშვილს - განახლებული ინფორმაცია

ოთარ კიტეიშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, ტრავმის გამო ოთარ კიტეიშვილის ნაცვლად ეროვნულ გუნდში გიორგი კვერნაძე გამოიძახა.

ინფორმაციას სპორტული გვერდი Geo team-ი ავრცელებს. ცხადია, რომ ეს ახალგაზრდა შემტევის კიდევ ერთი ნაბიჯია ასაკობრივი გუნდიდან ქვეყნის ძირითად ნაკრებში მოსახვედრად.

„ვილი სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში ტრავმირებული ოთარ კიტეიშვილის ნაცვლად, გიორგი კვერნაძე გამოიძახა. როგორც გიორგი აბუაშვილისთვის და ნოდარ ლომინაძისთვის, გიორგი კვერნაძისთვისაც სადებიუტო გამოძახებაა ქვეყნის პირველ გუნდში“,- წერს GEO TEAM-ი.