ბიჭი, რომელსაც უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა
1756983379
რეზო გაბრიაძის მეუღლე, ელენე (კროშკა) ჯაფარიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას გაბრიაძის თეატრის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„გარდაიცვალა ბატონი რეზოს მეუღლე, ქალბატონი ელენე (კროშკა) ჯაფარიძე, მისი ერთგული მეგობარი, მხარდამჭერი და მთელი ცხოვრების სიყვარული. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ქალბატონი ელენეს გარდაცვალების გამო და ვუთანაგრძნობთ გაბრიაძეების ოჯახს.
რეზოს თითქმის ყველა პერსონაჟ ქალში შეიძლება მისი საყვარელი კროშკას შტრიხების პოვნა, მაგრამ განსაკუთრებული ამ მხრივ რამონაა. სწორედ „რამონა“ გათამაშდება დღეს ჩვენი თეატრის სცენაზე და ეს სპექტაკლი ქალბატონი ელენეს ხსოვნას მიეძღვნება.
ქალბატონი ელენეს დაკრძალვა შედგება 7 სექტემბერს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.