ცნობილი გახდა წლის საუკეთესო გოლის პრემიის 11 ნომინანტი

გოლი

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) დაასახელა პუშკაშის პრემიის ნომინანტები. ეს პრიზი გადაეცემა გასული სეზონის ყველაზე ლამაზი გოლის ავტორს.

ნომინანტებს შორის მოხვდნენ:

ბრაიან ლოსანო: ატლასი-ამერიკა (ლიგა MX კლაუსურა – მექსიკა, 26 თებერვალი, 2023)

გილერმე მადრუგა: ნოვოორიზონტინო-ბოტაფოგო (სერია B – ბრაზილია, 27 ივნისი, 2023)

სონ-ჟინ კანგი: იორდანია (U20)-კორეა (U20) (აზიის თასი U20, 5 მარტი, 2023)

ალვარო ბარეალი: ცინცინატი-პიტსბურგი (აშშ-ის ღია თასი, 6 ივნისი, 2023)

ხულიო ენსისო: ბრაიტონი-მანჩესტერ სიტი (პრემიერლიგა – ინგლისი, 24 მაისი, 2023)

ივან მორანტე: იბიცა-ბურგოსი (სეგუნდა – ესპანეთი, 25 მარტი 2023)

ასხათ ტაგიბერგენი: ყაზახეთი-დანია (ევრო 2024-ის შესარჩევი, 26 მარტი, 2023)

ნუნუ სანტუში: სპორტინგი-ბოავიშტა (პორტუგალიის ჩემპიონატი, 12 მარტი, 2023)

სემ კერი: ავსტრალია-ინგლისი (მსოფლიო თასი 2023, ქალები, 16 აგვისტო, 2023)

ლინდა კაისედო: კოლუმბია-გერმანია (მსოფლიო თასი 2023, ქალები, 30 ივლისი 2023)

ბეატრის ზანერატო: ბრაზილია-პანამა (მსოფლიო თასი 2023, ქალები, 24 ივლისი 2023)