Transfermarkt-ის მიხედვით, „ნიურნბერგმა“ ლუკა ლოჩოშვილის ტრანსფერისთვის „კრემონეზეს“ ერთი მილიონი ევრო გადაუხადა

ლუკა ლოჩოშვილი

ლუკა ლოჩოშვილის ტრანსფერი გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კლუბმა, „ნიურნბერგმა“ იტალიური „კრემონეზედან“ ერთ მილიონ ევროდ გამოისყიდა, — ინფორმაციას Transfermarkt-ი ავრცელებს.

ქართველი მცველის სატრანსფერო ღირებულებას სამენეჯერო სააგენტო 500 ათას ევროდ აფასებდა. ლუკა ლოჩოშვილი „კრემონეზემ“ 2022 წელს ავსტრიული „ვოლფსბერგერიდან“ შეიძინა. მაშინ იტალიურმა კლუბმა მისი ტრანსფერის სანაცვლოდ 1.6 მილიონი ევრო გადაიხადა. თავის მხრივ, ავსტრიულმა კლუბმა ქართველი მცველი „დინამო თბილისიდან“ 300 ათას ევროდ მიიწვია.

ლოჩოშვილმა კარიერა „დინამო თბილისში“ დაიწყო, შემდეგ კი ითამაშა კიევის „დინამოში“, სლოვაკურ „ჟილინაში“, ავსტრიულ „ვოლფსბერგერში“, იტალიურ „კრემონეზესა“ და „სალერნიტანაში“.

ფეხბურთელი 2021 წლიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია. მან 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე „ჯვაროსნების“ მიერ ჩატარებულ ოთხივე მატჩში მიიღო მონაწილეობა.