რას მოუტანს 29 ივლისის სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებს - ასტროლოგის ვრცელი პროგნოზი
1785271510
შეგვიძლია მას [თინათინ რუხაძეს] ვუსურვოთ წარმატება და ჯანმრთელობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.
დეპუტატი თინათინ რუხაძის მიერ მინისტრის თანამდებობის დატოვებას გამოეხმაურა.
„პატივისცემით ვეკიდებით ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენი გუნდის წევრისგან შეიძლება მომდინარეობდეს. შეგვიძლია მას [თინათინ რუხაძეს] ვუსურვოთ წარმატება და ჯანმრთელობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დაახლოებით 2 წლის განმავლობაში ის მუშაობდა ამ [კულტურის მინისტრის] თანამდებობაზე. ამ პერიოდში საზოგადოებას ახსოვს არაერთი საინტერესო პროექტი, რომელიც განხორციელდა კულტურის სამინისტროს მხრიდან“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.