რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა UFC 311-ზე
1737287303
„ნაპოლისა“ და „ატალანტას“ მატჩის შემდეგ კომენტარი ბერგამოთა მთავარმა მწვრთნელმა, ჯანპიერო გასპერინიმ გააკეთა.
„მთელი თამაში დაცვაში კარგად ვიდექით, „ნაპოლი“ კარში ვერ არტყამდა, თუმცა, თამაში კვარაცხელიამ და მისმა ინდივიდუალიზმმა მოიგო. გაშვებული გოლის შემდეგ მეტი აგრესიულობა გვმართებდა, რაც არ გამოვიდა და გოლი აქეთ მივიღეთ. წინ კიდევ 12 ტურია, უნდა ვიბრძოლოთ, რათა სასურველ მიზანს მივაღწიოთ”, - ამბობს გასპერინი.
შეგახსენებთ, იტალიის ჩემპიონატში გამართული მატჩი „ნაპოლისა“ და „ატალანტას“ შორის მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.