საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩისთვის მზადება დაიწყო

ქალთა ეროვნულმა ნაკრები

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩისთვის მზადება დაიწყო.

18 აპრილს, ირის ანტმანის გუნდი, ტორსჰავნში, ფარერის კუნძულების ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩისთვის ნაკრები სფფ-ის ტექნიკური ცენტრ ავაზას მოედანზე ემზადება.

ფარერის კუნძულების წინააღმდეგ გასამართი შეხვედრისთვის საქართველოს ნაკრებში 23 ფეხბურთელია გამოძახებული. მათ შორის ერთი დებიუტანტია - ნიკე-ლუსოს თავდამსხმელი თეკლა ბერიძე.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩისთვის ნაკრები 15 აპრილამდე თბილისში მოემზადება, 16 აპრილს კი გუნდი ფარერის კუნძულებზე გაემგზავრება.