საქართველოს ნაკრებმა სექტემბრის მატჩებისთვის შეკრება დაიწყო - ფოტოები

ნაკრები

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა სექტემბრის სანაკრებო მატჩებისთვის მზადება ოფიციალურად დაიწყო.

ფეხბურთელების შეკრების ამსახველ ფოტოებს ეროვნული ნაკრები სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბრის მატჩებს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გარეშე ჩაატარებს. ტრავმის გამო გუნდს ვერ შეუერთდება ოთარ კიტეიშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე.