საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ესპანეთის ნაკრებთან დამარცხდა

კალათბურთი

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ესპანეთის ნაკრებთან - 61:90 დამარცხდა. მატჩი კუნძულ ტენერიფეზე გაიმართა.

აღნიშნული მატჩი გიორგი შერმადინისთვის ნაკრების მაისურით ბოლო იყო. 20 წლის განმავლობაში, მან ნაკრებში 202 შეხვედრა გამართა.

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები შემდეგ მატჩს თებერვალში დანიასთან გამართავს.

27 ნოემბერს საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი თბილისში, უკრაინასთან მატჩით გახსნა. „ჯვაროსნები“ დაძაბულ ბრძოლაში 79:92 დამარცხდნენ.