საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ჩინეთი 4-1 დაამარცხა

ეთო და გურამი

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში, საქართველოს ნაკრებმა მერვედფინალში ჩინეთი 4:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. გამარჯვებები მარიამ ჭანტურიამ (70 კგ), ლაშა ბექაურმა (90 კგ), გურამ თუშიშვილმა (+90 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მოიპოვეს.

ნახევარფინალში გასასვლელად საქართველოს მეტოქე იტალიის ძლიერი ნაკრები იქნება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობის ინდივიდუალურ ტურნირში საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა ოთხი მედლით დაასრულა: ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100) ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, ხოლო ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.