საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა

18-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა B დივიზიონში მეორე გამარჯვება მოიპოვა. ნიკოლოზ ცინცაძის გაწვრთნილმა გუნდმა უკრაინა 93:72 დაამარცხა.

შეხვედრის საწყისი 25 წუთი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, რის შემდგაც, ლუკა ტაბაღუასა და მათე ხატიაშვილის ეფექტური თამაშის წყალობით, საქართველოს ნაკრებმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა, მეოთხე პერიოდი კი სულაც 26:14 მოიგო.

ტაბაღუამ და ხატიაშვილმა მატჩი 27-27 ქულით დაასრულეს. 14 ქულა და 9 მოხსნა ჰქონდა გიორგი ჭირაქაძეს.

ოთხი ტურის შემდეგ ქართველ 18-წლამდელებს ორი მოგება აქვთ და მომდევნო მატჩს 30 ივლისს მასპინძელი რუმინეთის წინააღმდეგ გამართავენ