გიორგი ფხაკაძისა და ნუკი კოშკელიშვილის დაპირისპირება გრძელდება
1757188199
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ საფრანგეთთან ხვალინდელი მატჩის მნიშვნელობასა და გუნდის მზადყოფნაზე ისაუბრა.
„კმაყოფილები ვართ, რომ დღეს რიგაში ვიმყოფებით, მაგრამ ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. სასურველი იყო, ბოსნია-ჰერცეგოვინისთვის მოგვეგო და პოლონეთს შევხვედროდით, და არა საფრანგეთს. მოგეხსენებათ, ფრანგებს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავთ. თუმცა ერთიანი ძალებით, საბრძოლო შემართებით გავალთ სათამაშოდ. ესპანეთთანაც დავამტკიცეთ, რომ ასეთ გუნდებთან შეგვიძლია თამაში.
საფრანგეთი გამოირჩევა სწრაფი თამაშით, კარგი უკანა ხაზი ჰყავს. ჩვენი ძლიერი მხარე ფარქვეშ თამაში იქნება. სამწამიანი ზონის დატვირთვა, იქიდან კი ბურთის პერიმეტრზე გატანა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სამქულიანი ზონიდან კარგად თამაში, რადგან ეს ფარქვეშაც გაგვიხსნის თამაშს“.
შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი 7 სექტემბერს საფრანგეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 16:15 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.