სად განაგრძობს კარიერას ოთარ კიტეიშვილი?

კიტეიშვილი

Sunderland Echo ამტკიცებს, რომ გრაცის „შტურმის“ ქართველი ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი გუნდიდან წასვლის რეალური კანდიდატია.

შეგახსენებთ, რომ, უკვე გაჟღერებული ინფორმაციის მიხედვით, გრაცელთა ქართველი ლიდერის მიმართ ინტერესი ინგლისურ კლუბებში („სანდერლენდი“, „ლიდსი“, „ბარნლი“) გაჩნდა.

„პრემიერლიგაში თამაშის უფლება „სანდერლენდმა“ „შეფილდ იუნაიტედთან“ პლეი ოფის ფინალში გამარჯვებით მოიპოვა და ელიტაში რვაწლიანი არყოფნა დაასრულა. დიდი ხნის ნანატრი დაბრუნება საინტერესო ტრანსფერს ემთხვევა.

კიტეიშვილმა ამ სეზონში 38 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა. მისი კონტრაქტი „შტურმთან“ 2027 წლის ივნისამდეა გათვლილი. ფეხბურთელმა ხელშეკრულება იანვარში გაახანგრძლივა.

სატრანსფერო გეგმების შესახებ „სანდერლენდის“ მწვრთნელმა, რეგის ლე ბრიმ პრესკონფერენციაზე თქვა. ის ამბობს, რომ საინტერესო მოთამაშეთა მენეჯერებს ხშირად ხვდება“.