1756282010
როჯერ ფედერერი მეშვიდე მილიარდერი სპორტსმენი გახდა

ავტორიტეტული ამერიკული ჟურნალის, Forbes-ის ინფორმაციით, ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელის, როჯერ ფედერერის კაპიტალმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა და 1.1 მილიარდი შეადგინა.
შემოსავლის მატება აიხსნება აქციათა სამი პროცენტით ზრდით სპორტული ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის შვეიცარიულ ბრენდ On-ში, რომელთანაც ფედერერი 2019 წლიდან თანამშრომლობს.
კომპანია ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე 2021 წელს გავიდა და მისი საბაზრო კაპიტალი შეადგენს თითქმის 15 მილიარდ დოლარს. ფედერერის წილი შეფასებულია 375 მილიონ დოლარად.
ასე რომ, შვეიცარიელი ჩოგბურთელი მეშვიდე სპორტსმენი მილიარდერია ისტორიაში. ეს სია ასე გამოიყურება:
მაიკლ ჯორდანი (კალათბურთი) – 3.8 მილიარდი დოლარი
იონ ცირიაკი (ჩოგბურთი) – 2.7 მილიარდი დოლარი
მეჯიქ ჯონსონი (კალათბურთი) – 1.5 მილიარდი დოლარი
ჯუნიორ ბრიჯმენი (კალათბურთი) – 1.4 მილიარდი დოლარი
ტაიგერ ვუდსი (გოლფი) – 1.3 მილიარდი დოლარი
ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) – 1.2 მილიარდი დოლარი
როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი) – 1.1 მილიარდი დოლარი