მრტ-ს აპარატმა კაცი მოკლა (აშშ)
1755374075
UEFA-ს სუპერთასზე ევროპა ლიგის გამარჯვებული „ტოტენჰემი’’ ჩემპიონთა ლიგის მოქმედ მფლობელ პსჟ-ს დაუპირისპირდება.
მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე „კრისტალსპორტმა“ „დეზების“ მთავარ მწვრთნელ ტომას ფრანკს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ჰკითხა, როგორ აპირებს ის კვარაცხელიას შეჩერებას, აქვს თუ არა რამე გეგმა. ტომას ფრანკის პასუხი ასეთია:
„შემიძლია რამდენიმე რამ ვთქვა. ის განსაკუთრებული ფეხბურთელია, უნიკალური ტალანტი. ვფიქრობ, ბურთით სვლა და ერთი ერთზე თამაში მას ძალიან განსაკუთრებულად გამოსდის. დიდხანს ვადევნებ თვალს, როგორც „ნაპოლიში,’’ ასევე ეროვნულ გუნდში და რა თქმა უნდა, ახლა პსჟ-ში. მაგრამ სრული პატივისცემით უნდა ვთქვა, რომ ისიც უბრალოდ ადამიანია — ძალიან კარგი მოთამაშე. ჩვენ გვყავს კარგი მცველები და კარგი გეგმაც გვაქვს. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, შეგვიძლია საკმარისად შევზღუდოთ. ბუნებრივია, სრულად მისი განეიტრალება შეუძლებელია’’.
UEFA-ს სუპერთასი უდინეში, „ფრიულიზე“ დღეს, 13 აგვისტოს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.