დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
იმისათვის, რომ საქართველოს ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდეს ორი გზა არსებობს.
პირველი გზა:
იმისათვის, რომ ამა თუ იმ ნაკრებმა გაინაღდოს მსოფლიო ჩემპიონატის საგზური, საკუთარი ჯგუფი პირველი ადგილით უნდა დაასრულოს. შესაბამისად, 16-დან 12 ადგილი ტრადიციული შესარჩევით, ჯგუფში პირველადგილოსნებით დაკომპლექტდება. დარჩენილი 4 საგზური კი ვაკანტური რჩება.
მეორე გზა:
თუ საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ტრადიციული საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფს პირველი ადგილით ვერ დაასრულებს, იმისათვის, რომ საგზურის მოპოვების შანსი შეინარჩუნოს, ამავე ჯგუფში მეორე ადგილი მაინც უნდა დაიკავოს.
12 ჯგუფის მეორეადგილოსანს დაემატება კიდევ ერთი ტურნირის, ერთა ლიგის ჯგუფების გამარჯვებული საუკეთესო რეიტინგის მქონე 4 გუნდი და სწორედ ეს 16 გუნდი გაითამაშებს ერთმანეთში დარჩენილ 4 ვაკანტურ საგზურს.
ანუ, თუ საქართველო ტრადიციულ საკვალიფიკაციო ჯგუფში ვერც მეორე ადგილს დაიკავებს, ერთა ლიგაზე საკუთარი ჯგუფი მაინც უნდა მოიგოს, რომ 4 ვაკანტური საგზურისთვის ბრძოლა გააგრძელოს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთა ლიგიდან საკუთარი ჯგუფის გამარჯვებული 4 საუკეთესო გუნდი გააგრძელებს საგზურებისთვის ბრძოლას. საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფში პირველი ადგილი აუცილებლად უნდა დაიკავოს, თუმცა შეიძლება ესეც არ აღმოჩნდეს საკმარისი, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მნიშვნელოვანია რეიტინგი. საქართველო ერთა ლიგის B დივიზიონში ასპარეზობს, არსებობს A დივიზიონიც, სადაც საფრანგეთი, ესპანეთი და სხვა მსგავსი უფრო მაღალი დონის გუნდები ასპარეზობენ. A დივიზიონის რეიტინგი B დივიზიონზე მაღალია, შესაბამისად, ზემოხსენებული 4 გუნდი ჯერ A დივიზიონიდან შეირჩევა და შემდეგ გადავა პროცესი B დივიზიონზე. თუმცა, რადგანაც A დივიზიონში მსოფლიო ფეხბურთის წამყვანი გუნდები ასპარეზობენ, საკმაოდ დიდია შანსი, რომ ამ დივიზიონის ჯგუფების გამარჯვებულებმა ტრადიციული საკვალიფიკაციო ეტაპით მოახერხონ მუნდიალზე საგზურის მოპოვება ან მე-2 ადგილებზე გასვლა და, შესაბამისად, ერთა ლიგის გზა მათ საერთოდ აღარც დასჭირდეთ. ასეთ შემთხვევაში პროცესი B დივიზიონზე გადაინაცვლებს და აქ ჩნდება საქართველოს შანსიც, თუ, რა თქმა უნდა, ერთა ლიგაზე თავის ჯგუფს მოიგებს.
პლეი-ოფში, რომელში მონაწილეობის შანსიც საკვალიფიკაციოს ჯგუფის მეორეადგილოსნებს და ერთა ლიგის ჯგუფის 4 გამარჯვებულს ექნება — გუნდები ორ შეხვედრას გამართავენ, ნახევარფინალსა და ფინალს.
მსოფლიო ჩემპიონატი 2026 წელს აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება.