„ამწეს წყლის მილი ჩაუვარდა და კაცი მოიყოლა“ - ტრაგედია სამეგრელოში
1758123322
ინდონეზიაში პარაფარიკაობაში მსოფლიოს თასი მიმდინარეობს. ხმლით ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა პარამოფარიკავეებმა სამი მედალი მოიპოვეს. A კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა, რომელშიც ერთმანეთს ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი შეხვდნენ. ჩემპიონობა ნინა თიბილაშვილმა იზეიმა, ვიცე-ჩემპიონი კი გვანცა ზადიშვილი გახდა. შეხვედრა ანგარიშით 15:10 დასრულდა.
B კატეგორიის ფინალური შეხვედრა კი ირმა ხეცურიანმა ჰონკონგელ ტონგთან ანგარიშით 15:9 დათმო და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ხვალ გოგონები ხმლით გუნდურ ასპარეზობაში ჩაერთვებიან.
ქართველი პარასპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.