საპენსიო ფონდი ინფორმაციას ავრცელებს
1794167915
ქალაქ ონში, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ალექსანდრე (შურა) მაისურაძის და ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსნის, გიორგი სხირტლაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში დასრულდა.
ტურნირი ონის მუნიციპალიტეტის მერიის, ასევე ონის საჭიდაო სკოლის მხარდაჭერით და ორგანიზებით გაიმართა.
საერთაშორისო ტურნირში საქართველოს 18 რეგიონის 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, ასევე სასომხეთის გუნდი. ღონისძიებას კვალიფიციური მსაჯთა გუნდი ხელმძღვანელობდა.
ღონისძიების დასასრულს შეჯიბრის პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასული სპორტსმენები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ალექსანდრე (შურა) მაისურაძის ოჯახის წევრებმა დააჯილდოვეს.
ლევან შერაზადიშვილმა მადლობა გადაუხადა ტურნირის ყველა მონაწილეს, მწვრთნელებს და ორგანიზატორებს, ასევე აღნიშნა, რომ ონის საჭიდაო სკოლა არის ადგილი, სადაც ჩემპიონები იზრდებიან!