რისი წელი იქნება 2027 და რომელი ზოდიაქოს ნიშნები იქნებიან წლის ფავორიტები
1788890595
ნეაპოლურმა პრესამ საქართველოს ნაკრებს საბერძნეთის დამარცხება და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცა, თუმცა ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის გამო შეშფოთებული არიან, რომელიც 109-ე წუთზე შეცვალეს.
calciomercato წერს, რომ "ნაპოლიში" კვარაცხელიას დაშავების გამო განგაშია, რადგან მარცხენა საზარდულის პრობლემა შეექმნა და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. areanapoli-ს ცნობით, ხვიჩა ხვალ დილით ნეაპოლში ჩავა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და გაირკვევა, მოახერხებს თუ არა 30 მარტს "ატალანტასთან" სერია A-ს 30-ე ტურის საშინაო შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას.
tuttonapoli აღნიშნავს, რომ "კვარას" ბერძენი მცველები დაუსრულებლივ ეუხეშებოდნენ და შესაძლოა, უბრალოდ კუნთის გადაღლილობა აქვს. წყარო