1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
„ნაპოლის“ კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ „ბრაგასთან“ გამართული მატჩის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. „პარტენოპეის“ მარჯვენა მცველმა ქართველი ფეხბურთელი დაიცვა და განაცხადა, რომ მისი გაკრიტიკების უფლება არავის აქვს.
„არავინ უნდა მისცეს თავს კვარაცხელიას გაკრიტიკების უფლება იმის გამო, რასაც აკეთებს და რაც გასულ სეზონში გააკეთა. დღესდღეობით, ადამიანები მხოლოდ მატჩის საუკეთესო მომენტებს უყურებენ და ფეხბურთელებს ასე აფასებენ. ვერავინ ხედავს, ყოველდღე მოედანზე გუნდისთვის რამდენად მნიშვნელოვან რაღაცებს აკეთებს. ხვიჩას ბოლომდე გასათავისუფლებლად გოლი აკლია და ის განსაკუთრებული ბიჭია. კვარაცხელია ჩემპიონია, რომელსაც ძალიან ვაფასებთ და მისი გაკრიტიკების უფლება არავის აქვს“, - განაცხადა დი ლორენცომ.
ცნობისთვის, „ნაპოლიმ“ „ბრაგა“ 2:0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა. ქართველ ფეხბურთელს 73-ე წუთზე გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ პორტუგალიელთა მეკარეს ვერ აჯობა.
ასევე ნახეთ:
VIDEO: „სიყვარული არის ზრუნვა...“ - ანუკი არეშიძე უთბილეს კადრებს გვიზიარებს
რა უნდა გააკეთოს ზოდიაქოს თითოეულ ნიშანმა ახალ წლამდე
15 დეკემბრიდან საქართველოში გამოიდარებს - ნახეთ, განახლებული პროგნოზი