მესამე გოლის ავტორი გიორგი მიქაუტაძეა

გიორგი მიქაუტაძე

მეორე ტაიმში ორი გოლი გავიდა. გოლების ავტორები გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი მიქაუტაძეა. მესამე გოლი ჩეხების კარში გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.

თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმართება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში არიან მამარდაშვილი, კაკაბაძე, გველესიანი, კაშია, დვალი, ლოჩოშვილი, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე.

სათადარიგო შემადგენლობაში არიან ლორია, გუგეშაშვილი, გოგლიჩიძე, ტაბიძე, გოჩოლეიშვილი, აზაროვი, წიტაიშვილი, ნონიკაშვილი, ალთუნაშვილი, ლობჟანიძე, დავითაშვილი, ზივზივაძე.