"მას უნდა გავუფრთხილდეთ" - უოტფორდის მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე

 უიღბლობა გრძელდება - ჩაკვეტაძემ მორიგი ტრავმა მიიღო

უოტფორდი ინგლისის ასოციაციის თასის მატჩისთვის ემზადება, სადაც ხავი გრასიას გუნდი ბრისტოლ სიტის დაუპირისპირდება. მატჩი 10 იანვარს, თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება, სადაც 1/16 ფინალისტის ვინაობა გაირკვევა.

მატჩის წინ უოტფორდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა:

"გიორგის უნდა გავუფრთხილდეთ, რადგან ის ტრავმის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში გადიოდა აღდგენის პროცესს.

მას რეალურად არაფერი აწუხებს, მაგრამ ახლა კარგი დროა, რათა დასვენების საშუალება კიდევ მივცეთ. დარწმუნებული ვარ, ის მზად იქნება, როდესაც მისი დახმარება დაგვჭირდება".

შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძე მძიმე ტრავმის შემდეგ მოედანს 25 ნოემბერს დაუბრუნდა, რის შემდეგაც ქართველმა ფეხბურთელმა გადაბმულად 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა.