1754511189
მარნეულელი ტაეკვონდოისტების წარმატება ბათუმის საერთაშორისო ტურნირზე

ბათუმში, საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, “ბათუმის ღია ჩემპიონატი ტაეკვონდოში” მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ტაეკვონდოისტებმა 3 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ტურნირში მონაწილეობდნენ 500-მდე სპორტსმენი ყაზახეთიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, უზბეკეთიდან, უკრაინიდან, ჩეხეთიდან და საქართველოდან.
მარნეულელი მედალოსნები:
48 კგ — 🥇 პირველი ადგილი: გიორგი ხვედელიძე (პირადი მწვრთნელი — გიგა გავაშელიშვილი)
40 კგ — 🥇 პირველი ადგილი: სანდრო ინაძე (პირადი მწვრთნელი — გიგა გავაშელიშვილი)
68+ კგ — 🥇 პირველი ადგილი: თინათინ ხვედელიძე (პირადი მწვრთნელი — გიგა გავაშელიშვილი)
30 კგ — 🥈 მეორე ადგილი: აიდან ნაჯაბოვა (პირადი მწვრთნელი — სამირ ბედიევი)
+40 კგ — 🥉 მესამე ადგილი: მარიამ ხვედელიძე (პირადი მწვრთნელი — გიგა გავაშელიშვილი)
52 კგ — 🥉 მესამე ადგილი: ქეთევან ძირკვაძე (პირადი მწვრთნელი — ზაზა უმფრიანი)
მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა ულოცავს სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს საერთაშორისო ასპარეზზე მოპოვებულ წარმატებას.