„მსტვინავი სუნთქვა, ჟანგბადის საჭიროება, ფილტვების ანთება“ – ივანე ჩხაიძის გაფრთხილება მოსახლეობას!
1747765398
თბილისში გამართულ საქართველოს სარეიტინგო ჩემპიონატზე ნევაზაში (ქვეჭიდი), წარმატებით იასპარეზა მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ძიუდოისტმა, საბა მუმლაძემ და 60 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონობა მოიპოვა.
ძიუდოში ქვეჭიდი იგივე (Ne-waza),
არის მდგომარეობა, როდესაც ერთი ძიუდოისტი აკავებს მეორე ძიუდოისტს ტატამიზე, ზურგზე ან გვერდულად ისე, რომ ის ვერ ახერხებს თავისუფლად მოძრაობას ან გაქცევას, მისი მთავარი მიზანია შეძლოს და გააჩეროს მოწინააღმდეგე საკმარის ხანს, რათა დააგროვოს ქულები ან მოიპოვოს სრული გამარჯვება. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) ახალი წესების მიხედვით, Ne-waza-ში დამატებით ქულა გაიცემა, თუ სპორტსმენი 5 წამში ახერხებს მოწინააღმდეგის ტატამიზე დამაგრებას. ჩემპიონატში მონაწილეობდნენ 2013-2014 წლებში დაბადებული ძიუდოისტები