დაგროვებითი პენსიის ნაადრევად გატანის დეტალები
1759831510
UFC-ის ყოფილი ჩემპიონი კონორ მაკგრეგორი წლინახევრიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.
ირლანდიელმა მებრძოლმა 2024 წელს სამჯერ არ აცნობა დოპინგ-ოფიცრებს თავისი ადგილსამყოფელის შესახებ და შესაბამისად, სამი დოპინგ-ტესტი გამოტოვა.
ამის შემდეგ, მაკგრეგორი დათანხმდა ანტისადოპინგო სააგენტოსთან თანამშრომლობას, რის გამოც მისი დისკვალიფიკაციის ვადა 24-დან 18 თვემდე შეამცირეს.
ირლანდიელის სასჯელს ვადა 2026 წლის 20 მარტს გაუვა. ასე რომ, მაკგრეგორს შეეძლება 14 ივნისს, თეთრი სახლის ტერიტორიაზე UFC-ის ტურნირში მიიღოს მონაწილეობა.
ამასთან დაკავშირებით, მაკგრეგორმა საინტერესო განცხადება გააკეთა, კერძოდ, ირლანდიელის თქმით, მან თეთრი სახლის ტურნირისთვის კონტრაქტი გააფორმა ამერიკელ მაიკლ ჩენდლერთან ბრძოლაზე.
„გარიგება დადებულია. მაკგრეგორი იჩხუბებს თეთრ სახლში ამერიკის 250 წლის იუბილეზე“, – განაცხადა მაკგრეგორმა.
37 წლის ირლანდიელი ბოლოს ოქტაგონში 2021 წლის ივლისში იყო. მაშინ მან ტექნიკური ნოკაუტით წააგო ამერიკელ დასტინ პორიესთან. სულ მას UFC-ში 28 ბრძოლა აქვს ჩატარებული, აქედან 22 მოიგო და ექვსჯერ დამარცხდა.