„სანამ მკითხავთ, კარგ რამეს თუ ვხედავ… გეტყვით!“ - გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1759838397
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას დაესწრება და საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებთან ერთად, მაღალი დონის დიალოგში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ფორუმი 22-23 ოქტომბერს მეხუთედ გაიმართება და მას 2000-მდე დელეგატი დაესწრება.
„„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ უკვე დამკვიდრდა როგორც მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმა როგორც სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის დიალოგისთვის, ისე სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესს შორის მრავალმხრივი ურთიერთობებისთვის.
ღონისძიებას პრემიერ-მინისტრებთან ერთად დაესწრებიან მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები, ასევე დარგობრივი მინისტრები, წამყვანი გლობალური კომპანიებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელები და საერთაშორისო რანგის ექსპერტები.
პირველად, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, 23 ოქტომბერს თბილისის ფინანსური სამიტი გაიმართება, რომელიც თავისი მასშტაბით უპრეცედენტოა. ფინანსური სამიტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს ეროვნული ბანკი სინგაპურში დაფუძნებულ ორგანიზაციასთან – Global Finance and Technology Network (GFTN) – პარტნიორობით ჩაატარებენ.
ფორუმის ფარგლებში პანელურ სესიებზე განხილულ იქნება ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორიცაა საერთაშორისო ვაჭრობა და არსებული გამოწვევები, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, შუა დერეფნის განვითარება, ენერგეტიკა, ციფრული ტრანსფორმაცია და სხვ. ცალკე პანელური სესია მიეძღვნება საქართველოს საინვესტიციო კლიმატისა და შესაძლებლობების განხილვას.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ პირველად 10 წლის წინ, 2015 წელს გაიმართა და მას შემდეგ ის ორ წელიწადში ერთხელ ტარდება“, – ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.