კვარაცხელიას და შენგელიას ტრამვები აქვთ - როგორია ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობა

კვარა

26 მარტს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორია დაწერა. ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა საბერძნეთის დამარცხება მოახერხა. შეხვედრის ბოლოს ტრავმა ჩვენი ნაკრების ორმა ფეხბურთელმა მიიღო, კერძოდ ხვიჩა კვარაცხელიამ და ლევან შენგელიამ.

LaGazzetta.ge ეროვნული ნაკრების მთავარ ექიმს დათო ხარაბაძეს დაუკავშირდა, რომელმაც ფეხბურთელების ტრავმებზე კომენტარი გააკეთა:

„კვარაცხელიას აღენიშნება ბარძაყის გრძელი მომზიდველი კუნთის დაჭიმულობა და კრამპები (კუნთების მტკივნეული კრუნჩხვა) ორივე კანჭის კუნთებზე. ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს და ვარჯიშს სრული დატვირთვით რამდენიმე დღეში შეძლებს“.

„რაც შეეხება ლევან შენგელიას, ლევანს უკანასკნელი გამოკვლევებით აღენიშნება დიდი წვივის მედიალური გოჯის მწვერვალის მოტეხილობა.

გამოსაჯანმრთელებლად დასჭირდება 4-6 კვირა.“