კვარაცხელია „ოქროს ბურთს“ იმსახურებს - ესპანური სპორტული გამოცემა

„კვარაცხელია შიმშილის ქართული განმარტებაა“ - ფრანგული მედიის გამოხმაურება

ესპანური სპორტული გამოცემა AS ხვიჩა კვარაცხელიას „ოქროს ბურთის“ რეალურ კანდიდატად მიიჩნევს და წერს, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ბოლო სეზონში განსაკუთრებული შედეგები აჩვენა.

გამოცემის შეფასებით, კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის ზედიზედ რვა მატჩში გოლით ან საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი. ტურნირზე მის ანგარიშზე 10 გოლი და 6 ასისტია, ხოლო ფინალში სწორედ მის მიერ მოპოვებული პენალტით „პსჟ“-მ „არსენალთან“ ანგარიში გაათანაბრა.

AS განსაკუთრებულ ყურადღებას ასევე აქცევს ევროპის სუპერთასის ფინალს, სადაც კვარაცხელიამ ახალი სეზონიც ეფექტურად დაიწყო - გოლით „პსჟ“ დააწინაურა. საბოლოოდ პარიზულმა კლუბმა მატჩი მოიგო.

სტატიის ავტორის აზრით, მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს არყოფნა შესაძლოა კვარაცხელიას „ოქროს ბურთის“ შანსებზე უარყოფითად აისახოს, თუმცა მისი სეზონი იმდენად შთამბეჭდავია, რომ ქართველი ფეხბურთელი პრესტიჟული ჯილდოსთვის ბრძოლას სრულად იმსახურებს.

„კვარაცხელია ახლა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია და თუ „ოქროს ბურთს“ მოიგებს, ეს სრულიად დამსახურებული იქნება“, - წერს AS.