ცნობილია, 2025 წლის 4 მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი
1731702760
გარემოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი, სვეტლანა ნიორაძე, „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ 15 დეკემბრიდან, საქართველოში გამოიდარებს.
„15 დეკემბრამდე, დასავლეთსა და აღმოსავლეთში, შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. 15 დეკემბერს კი, ორივეგან გამოიდარებს, მაგრამ დასავლეთ საქართველოში უფრო დათბება და ჰაერის ტემპერატურა, +22 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთში შედარებით ცივი ამინდია მოსალოდნელი.
თბილისში, ხვალ იწვიმებს და დილით ნისლია მოსალოდნელი, თუმცა 15 დეკემბერს აქაც გამოიდარებს.
მაღალმთიან რეგიონებში, მოსალოდნელია თოვლი, ქარბუქი და ნისლი. 15 დეკემბერს კი ქვეყნის მასშტაბით გამოიდარებს“,- გვითხრა სვეტლანა ნიორაძემ.