1795290000
„ის ერთი ხელით იბრძოდა, მაგრამ არასდროს დაუკარგავს მებრძოლის სული“ - რას წერს ლაშა გურული ალექსანდრე თოფურიაზე
ალექსანდრე თოფურია UFC-ში სანტიაგო ლუნასთან მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა. 2026 წლის 21 ნოემბერს, კატარის დედაქალაქ დოჰაში (ABHA Arena) გამართულ ღონისძიებაზე, 3 რაუნდიანი შეხვედრა მექსიკელი მებრძოლის, სანტიაგო ლუნას გამარჯვებით დასრულდა. ქართველი მოკრივე ლაშა გურული სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ალექსანდრე თოფურიას ბრძოლას ეხმაურება.
„ერთი ბრძოლა ვერ შეცვლის იმას, ვინც ხარ. მე ვიცი შენი გული, შენი შრომა და შენი ხასიათი. ჩვენ უფრო ძლიერები დავბრუნდებით, ძმაო! ის ერთი ხელით იბრძოდა, მაგრამ არასდროს დაუკარგავს მებრძოლის სული. ვინც იცის, რისი გავლა მოუწია, ყველაფერს კარგად გაიგებს. პატივისცემა, ძმაო! ყოველთვის შენს გვერდით ვარ! ვამაყობ შენით, ჩემო ძმაო!“, - წერს ლაშა გურული.









