„ახალ წელს არ იყიდოთ არც გოჭი და არც ინდაური, არც ნიგოზი...“ - ექიმი
1767082924
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ილია სულამანიძე (100კგ) პარიზის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოსვლას აგრძელებს.
შეჯიბრების მეოთხედფინალში სულამანიძემ მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, იაპონელი აარონ ვოლფი ვაზარით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
ოლიმპიადის ფინალის საგზურისთვის ქართველი ძიუდოისტი შვეიცარიელ დანიელ აიხსა და ესპანეთის სახელით გამომსვლელ ნიკოლოზ შერაზადიშვილს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ფინალური ბლოკი 18:00 საათზე დაიწყება.
ცნობისთვის, ხუთი დღის შემდეგ პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90კგ) გახდა, ხოლო ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.